მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში, თბილისშიც და რეგიონებშიც არის ის, რომ სინამდვილეში, რეალური თვითმმართველობა ამ ქვეყანაში არ არის და არც არასდროს ყოფილა. მაგის გამოძახილია ისიც, რაც ხდება თბილისში. თავკომბალა ქალაქი რომ ვართ იმის ბრალია, რომ მთელი ფული, რომელიც ამ ქვეყანაში იკრიბება, მოდის ჯერ თბილისში და შემდეგ თბილისიდან იწყებს განაწილებას რეგიონებში, მათ შორის, იმის გამოც, რომ თბილისშია ცენტრალური ბანკი, რომელიც ფულს ბეჭდავს და ეს ფული პირველად თბილისში გამოდის, ეს იზიდავს ხალხს იმიტომ, რომ აქ არის მეტნაკლებად ეკონომიკა.
ფული აქ არის, ძალაუფლება და საკუთრების უფლებაც კი, რომელიც რეგიონებშია, ნებისმიერი საკუთრება, ტყე იქნება, მიწა, თუ წიაღისეული, ამ ყველაფრის მფლობელი სინამდვილეში თბილისში ზის და აქედან ხდება განაწილება.
მანამ, სანამ დეცენტრალიზაცია არ მოხდება და მათ შორის, მიდგომა არ იქნება სხვანაირი და მიდგომა ის კი არ იქნება, რომ თბილისში შეიკრიბება ფული და მერე ის გაუნაწილებს, არამედ ფული ადგილზე დარჩება და რეგიონები თბილისს, ანუ ცენტრს გადაუხდიან ბიუჯეტში იმდენს, რამდენიც სჭირდება ცენტრალური ფუნქციების შესასრულებლად და მართლა თვითმმართველობა არ გვეყოლება, რომელიც მესაკუთრეებით არ იქნება დასახლებული, მანამდე თბილისი იქნება თავკომბალა და რეგიონები იქნება 5-ჯერ და 6-ჯერ ღარიბი, როგორც ახლაა, მაგრამ თბილისი დარჩება ისევ თავკომბალად.